აკაკი წერეთელი _ 170

E-mail ბეჭდვა PDF

მიმდინარე 2010 წელს აღინიშნება დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წელი. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში აღნიშნულ  თარიღთან დაკავშირებით, 17 ივნისს, მოეწყო დროებითი გამოფენა და ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია. დროებით გამოფენაში წარმოდგენილი იყო აკაკი წერეთლის ავტოგრაფები _ წერილებისა და შემოქმედებითი ნიმუშების სახით და აკაკის თხზულებათა გამოცემები, რომლებიც გამოიცა XX საუკუნის 20-იან წლებამდე.

 

სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქუთაისის მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა ომარ ლანჩავამ. კონფერენციაზე წაკითხულ იქნა შემდეგი მოხსენებები :
1. აკაკი  წერეთელი  ქუთაისის  მუზეუმის არქივებში  _ ეკატერინე ყელაურაძე
2. აკაკი წერეთლის უცნობი პირადი წერილები _ მაია ქებულაძე
3. აკაკი წერეთლის « ხოლერას » გამოცემის ისტორიიდან _ ნინო კუხიანიძე
4. აკაკის გამოცემები ქუთაისის მუზეუმის ბიბლიოთეკაში _ გურანდა ოყრეშიძე
5. აკაკი წერეთლის ლიტერატურული ზღაპარი _ ნესტან კუტივაძე
6. აკაკი წერეთელი მხატვრული თარგმანის შესახებ _ ლონდა ჯიქია
7. აკაკი წერეთელი და მესხები _ მარიამ მარჯანიშვილი
8. კიტა აბაშიძე აკაკის შესახებ _ კახაბერ ქებულაძე
9.აკაკი წერეთელი და “ვეფხისტყაოსანი” _ ნელი უგრეხელიძე
10.აკაკი წერეთელი და ჭიათურის მარგანეცი _ მაია საჩკოვი
11.აკაკი წერეთლის ლექსების რუსულენოვანი კრებულის შესახებ _ ციცინო მუმლაძე
12.აკაკი წერეთლის “გამზრდელის” ახალი თარგმანი რუსულ ენაზე _ ბიკენტი ტურაბელიძე